სსიპ- ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის
საჯარო სკოლა
სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი:ზოია გიორგაძე
თარიღი: 15.05.
2019/წელი
სწავლების საფეხური/კლასი/:დაწყებითი III-კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20 (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო
მიმართულება:პრობლემაზე ორიენტირებული.
კითხვის უნარი- იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის
უნარი.
წერის უნარი-გადაწყვეტილებების მიღების,ინფორმციის დამუშავების
უნარი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 40/წთ
თემა: ვაჟა-ფშაველას
„შვლის ნუკრის ნაამბობი“.
გაკვეთილის მიზანი:
< მოსწავლემ შეძლოს,მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება,ტექსტის
წაკითხვა სათანადო ინტონაციით.
გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ნაწარმოების პერსონაჟების
თვისებებზე.იმსჯელოს შექმნილ პრობლემაზე
და მისი აღმოფხვრის გზებზე.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა,ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ქართ.III.2.მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
მოსმენა,გაგება და მისი შინაარსის გადმოცემა.
>სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
>ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს,პერსონაჟებს.
ქართ.III.4.მოსწავლე ფლობს კითხვის
ტექნიკას.
>თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და
უცნობ სიტყვებს.
>პოულობს და ხმამაღლა თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მითითებულ ეპიზოდს
ნაცნობ ტექსტში.
>კითხულობს ხმამაღლა იცავს პაუზას სასავენ ნიშნებთან.
ქართ: III.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
> ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის
გათვალისწინებით.
>განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ
მონაკვეთს რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად.
შეფასება: განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარებით დაკვირვების საფუძველზე.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი
შედეგი
|
1.
|
მისალმება
განწყობის შექმნით.
სორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის თემის,მიზნის და
შეფასების რუბრიკების გაცნობა.
მაწავლებელი რამდენიმე სიტყვით მიმოიხილავს მწერლის
ბიოგრაფიას.
|
ვერბალური
ახსნა;
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზნები და შეფასების
რუბრიკა
|
3/ წთ
|
მოსწავლეებმა იციან გაკვეთილის მიზნები და შეფასების კრიტერიუმები.
|
2.
3.
|
*
ინტერესის აღძვრა თვალსაჩინოების გამოყენებით
მასწავლებელი
კლასს ყოფს
ჯგუფებად შემთხვევითობის პრინ-
ციპით.აძლევს მათ მკაფიო მითითე-
ბებს,ჯგუფური მუშაობის წესების
პრეზენტაციისა და შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.
ჯგუფებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს,რომელზედაც დაწერილია
შემდეგი სიტყვები:
*ბალახი,მთა,მზე,ჩიტები,შველი
მონადირე.“
მათ ევალებათ ამ სიტყვების მიხედ-
ვით შეადგინონ და დაწერონ
პატარა ამბავი და გააცნონ კლასს
პრეზენტატორებმა.
*ტექსტის
კითხვა;
მასწავლებელი იწყებს ტექსტის
კითხვას,კითხულობს პირველ
აბზაცს შემდეგ აგრძელებინებს
მოსწავლეებს.
ამის შემდეგ
ტექსტს კითხულობს ერთი მოსწავლე პარალელურად იხსნება უცნობი სიტყვები.
სერი--მოგრძოდ
წამოზრდილი
გორა.
შამბი--მაღალი
და მსხვილი
ბალახი
ჟოლი--ტანმორჩილი
კენკროვანი
ბუჩქი.(იგივე
ჟოლო).
ნაკაფიანი--ადგილი,სადაც
ტყე გაკაფულია.
მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ
სათნადო ინტონაციით.
|
პროვოცირება,
ვარაუდების გამოთქმა.
ახსნითი კითხვა
გაგრძელებით.
|
ჯგუფუ-
რი მუშაობა
საერთო
საკლასო
|
დავალების
ფურცლები,
კალამი.
„უცნობი
სიტყვები“
|
5 /წთ
7/წთ
|
მოსწავლეები ურთიერთთანა
მშრომლობით,შეძლებენ
თხზულების დაწერას.
მოსწავლეები გაეცნობიან
ახალ ლექსიკურ ერთეულებს
და ტექსტს.
|
4.
|
*
კითხვა-პასუხი.
დაისმება პირველი დონის კითხვები:
-სად და რატომ წაიყვანა შველმა
ნუკრი?
-ვინ დაინახა ნუკრმა?
-რატომ შეეშინდა მას?
-რა დაარიგა შველმა ნუკრს?რატომ?
-ვინ გვიყვება მოთხრობაში ასახულ ამბავს?
|
გამოკრებითი კითხვა.
|
მთელ კლასთან
|
სახელმძღვანე-ლო
|
5/წთ
|
მოსწავლეები
შეუძლებენ
საჭირო პასუხის მოძიებას.
|
5.
|
მასწავლებელ წინასწარ აქვს გაკრული დაფაზე რესურსი:
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ივსება.
„გრძნობათა
ყულაბა“.
რომლის ჯიბაკებზე გამოსახულია
სხვადასხვა ემოცია.მასწავლებელს ცალკე აქვს გამზადებული
ბარათები შესაბამისი გრძნობის სახელწოდებ-
ბით და შესაბამისი ბარათი თავსდება
ჯიბაკში.
მასწავლებელი
მიმართავს კლასს:
-რა გრძნობა დაეუფლათ ამა თუ იმ
მონაკვეთის წაკითხვისას.
ჯგუფის წევრები პოულობენ
შესაბამის ბარათს და ათავსებენ ჯიბაკში.
ასევე ისმება რამდენიმე სააზროვნო კითხვა:
-რატომ დაეუფლათ ეს გრძნობა?
-რას გვასწავლის ეს მოთხრობა?
-ხომ არაფერი ახსენდებათ ვაჟას
შემოქმედებიდან? .
|
„გრძნობათა
ყულაბა“.
|
ჯგუფები
|
გრაფიკულ
მაორგანიზებელი.
|
4/წთ
|
მოსწავლეები
შეძლებენ
განცდებისა და ემოციების
გადმოცემას.
|
6.
7.
8.
9.
10.
|
„შემაჯამებელი
ვარსკვლავი“
მოთხრობის ეფექტურად აღქმისა და
ანალიზისათვის კლასი ავსებს:
ე.წ.“შემაჯამებელ
ვარსკვლავს“.
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით
შესაბმის გრაფაში გამოყოფენ: მოთხრობის სათაურს,პერსონაჟებს,გარემოებებს,მოვ-ლენათა
თანმიმდევრობას იმსჯელებენ
მოთხრობაში არსებულ პრობლემაზე და
მის მოგვარებაზე.მოხდება ტექსტის
შეჯამება.
სქემა: N 1.“შეჯამების ვარსკვლავი“
1.სათაური
2.რა იგრძენი?
3.გარემოებები.
4.პრობლემა
5. პრობლმის გადაწყვეტა.
*გაკვეთილი შეჯამება.
მოსწავლეებთან ერთად,ხდება გაკვეთილის შეჯამება:
დაისმება კითხვები:
-რატომ მოუწოდა შველმა ნუკრს სიფრთხილისკენ და ურჩია დამალვა?
-რა სიტყვებით გამოხატა თავისი აღტაცება ნუკრის დანახვისას ქალმა?
-როგორ დაამშვიდა ქალმა ჭირვეული
ბავშვი,რომელსაც ნუკრის დაჭერა სურდა? -რატომ ეამა ნუკრს
ადამიანის
სიტყვები?
*ასევე ჯამდება
ყველა აქტივობა.
·
საჭიროების
შემთხვევაში გამოვიყენებ
სარეზერვო აქტივობას.
*გასვლითი ბარათები“.მოსწავლეები
აფიქსირებენ მოსაზრებებს
წერილობით.
>რომელი აქტივობა
მოგეწონა?
> რა დაგამახსოვრდა?
*შეფასება*განმავითარებელი
სიტყვიერი
კომენტარებით.დაკვირვების საფუძველზე მასწავლებელი ახდენს
აღწერით უკუკავშირს.
*საშინაო დავალება-N1.
იხ.სეფასების
რუბრიკა დანართი-N1.
|
„მასწავლებელი
კალამი’“.
*კითხვა-პასუხი
|
საერთო
საკლასო
მთელ
კლასთან
|
გრაფიკულ -
მაორგანიზებელი სქემა და მარკერი.
აქტივობის
ბარათები
შეფასების
რუბრიკა
დავალების
რვეულები
|
6/წთ
5/წთ
2/წთ
2/წთ
1/წთ
|
სქემის საშუალებით
მოსწავლეები
შეძლებენ,ნაწარმოებში
დასმული
პრობლემის და მისი
გადაჭრის გზების
პოვნას.
ლოგიკური კავშირის
პოვნა,დასკვნების გამოტანა.
მოსწავლეებმა იციან
შეფასების კრიტერიუმები.
მოსწავლეს შეუძლია
დავალების ჩანიშვნა
|
*შეფასების რუბრიკა დანართი- N-2.
მოსწავლეს შეუძლია
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
|
მხატვრული ტექსტის კითხვა
|
კითხულობს ხმამაღლა, გამართულად და თავისუფლად ნაცნობ
და უცნობ ტექსტებს. იცავს პაუზებს, სასვენ ნიშნებს.
|
კითხულობს ხმამაღლა და ხარვეზებით. ცდილობს წაიკითხოს
თავისუფლად მცირე ზომის ტექსტები.
|
კითხულობს თავდაუჯერებლად, უჭირს სიტყვების ამოკითხვა
და სასვენი ნიშნებზე შესაბამისი რეაგირება.
|
|
ვარაუდების გამოთქმა
|
თავისუფლად გამოთქვამს ვარაუდებს სათაურისა და ტექსტის
გაგრძელებაზე, მსჯელობს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
|
გამოთქვამს ვარაუდებს სათაურისა და ტექსტის შინაარსზე
ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
|
აღწერს კონკრეტულ ილუსტრაციაზე მოცემულ მოქმედებას,
თუმცა უჭირს ვარაუდების გამოთქმა და მსჯელობა.
|
|
ჯგუფური მუშაობა
|
აქტიურად უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს საკუთარ
მოსაზრებებს.
|
შიგადაშიგ ერთვება ჯგუფის მუშაობაში, უძნელდება საერთო
დავალებაზე კონცენტრირება და მისი
შესრულება.
|
არ აქტიურობს ჯგუფში მუშაობისას.
ვერ ახერხერხებს საერთო დავალებაზე კონცენტრირებას.
|
|
ვიზუალური
სქემის შევსება
|
დამოუკიდებლად იაზრებს და უშეცდომოდ ავსებს ვიზუალურ
სქემას.
|
ცდილობს გაიაზროს დავალება ავსებს სქემას,თუმცა ხარვეზებით.
|
დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ვიზუალური
სქემების
გააზრება-შევსებას.
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий