воскресенье, 15 октября 2017 г.

საჩვენებელი გაკვეთილები ქართულ ენასა და მათემატიკაში.












ჯიპრაიდული გაკვეთილი "ჩვენი ფული.".

                მათემატიკის გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
                                                 „  ჩვენი  ფული“
                                                       მასწავლებელი:ზოია გიორგაძე
საგანი   - მათემატიკა

კლასი  I   (20 მოსწავლე)

დრო:  1 გაკვეთილი  ( 35 წთ )
რა დრო დასჭირდება ამ აქტივობის განხორციელებას? ერთ გაკვეთილზე ჩატარდება თუ რამდენიმე გაკვეთილზე გადანაწილდება?

შესავალი
გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი:
<.მოსწავლემ შეძლოს,განასხვაოს და დაასახელოს ეროვნული ფულის ნიშნები.
<.ისწავლოს მათი გამოყენება.

სწავლის შედეგები
დამოკიდებულება(მნიშვნელოვანი იდეა, პრინციპი, კანონზომიერება, ღირებულება, პრობლემა და სხვ.)
დაინტერესდებიან ფულის ბანკნოტების წაკითხვითა და ჩაწერით.

ცოდნა (ფაქტები, სიტყვები, ტერმინები, დასამახსოვრებელი ინფორმაცია და სხვ.)

მოსწავლეები გაეცნობიან ეროვნული ვალუტის
ნიშნებს და პრაქტიკული აქტივობებით შეძლებენ მის გამოყენებას.
უნარები (სააზროვნო უნარები, საგნობრივი უნ-არები, შეფასების უნარები, გამოთვლის სტრა-ტეგიები და სხვ.)
განუვითარდებათ ფულის მოხმარების საწყისი
უნარ-ჩვევები.

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.
·         განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის ფარგლებში.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და ფულის ერთეულები.

საჭირო წინა ცოდნა და უნარჩვევები:
<. მოსწავლეს შეუძლია ანგარიში 20-ის ფარგალში.
წინარე ცოდნის შეფასება (რა იცით მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შესახებ? რა წყაროებს ეყრდნობით?)


გაკვეთილის/აქტივობის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული და სხვ.)?
                            მთელი კლასი,  ჯგუფური მუშაობა.

        დაჯგუფების კრიტერიუმები:

        მოსწავლეთა მზაობის მიხედვით.

სასწავლო მასალა: (ტექსტი, თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი და სხვ.) 
სახელმძღვანელო, რვეულები, დაფა, ცარცი, ფლირჩატი, მარკერი, სტიკერები,  ბარათები.

გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები
I  ,,წინასწარ“

<.მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის
 თემას და მიზანს.

>.მასწავლებელი გამოიკითხ-
ავს წინა გაკვეთილზე მიცე-
მულ დავალებას(უნდა დაეხ- ატათ ფულის ბანკნოტები).
ბავშვები აჩვენებენ ნამუშევ-
რებს და თან ადარებენ ფულ-
ის ნიშნებს,რომლებიც წინას-
წარ არის ჯგუფებში დარიგე-
ბული.

>.მოსწავლეთა მოტივაციის
 და წინარე ცოდნის გააქტი-
ურების მიზნით მასწავლებე-
ლი კლასს უსვამს რამდენიმე
მაპროვოცირებელ კითხვას:
    გონებრივი იერიში
1).-რისთვის არის საჭირო
ფული?
-რა იცით ფულის შესხებ?
-ყველაზე მეტად რისი შეძენა
  გიხარიათ? და ა.შ.
საუბარი საშუალებას მოგვც-
ემს,გავარკვიოთ ფულის მო-
ხმარების რა გამოცდილება
 აქვთ,მოსწავლებს.
ამის შემდეგ მასწავლებელე-
ბელი ესაუბრება ბავშვებს,
ფულის ერთეულებზე;
აწვდით მათ გარკვეულ ინფ-
ორმაციას ეროვნული ვალ-
უტის შესახებ.



<.იქვე ახსენებს მათ,რომ არ
შეიძლება მათი დაკეცვა,და-
ჭმუჭვნა და პიში ჩადება.
ფულის ნიშნები ისევე როგ-
ორც ეროვნული დროშა და
ჰიმნი,ასახავს ქვეყნის ღირსე-
ბას.
( დამატებითი ინფორმაცია).










II   ,,განმავლობაში“




>.მასწავლებელი კვლავ შეა- ხსენებს ბავშვებს,რომ
 დღეს უნდა ვისწავლოთ:
      “ჩვენი ფული“.
და აჩვენებს ბავშვებს დაფა-
ზე გაკრულ ფულის ერთეუ-
ლებს.


აქტივობა-1
ჯგუფური მუშაობა:

( იხ.დანართი-1).

<.მასწავლებელი ჯგუფებში
არიგებს სამუშაო ბარათებს.
რაზეც გამოსახულია ფულ-
ის ერთეულები(.ოთხივე ჯგუფს ეძლევა სხვდასხვა
სამუშაო).ბავშვებმა უნდა
გაიგონ რამდენი ლარია ჯა-
მში, დაწერონ შესაბამისი
თანხა და გააკრან დაფაზე.
ოთხივე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.

>.       აქტივობა-2.
დიდარქტიკული თამაში:
      „მაღაზიობანა“.

(აქტივობის შეჯამება.)














  

III.    ,,შემდგომ“.




>.მასწავლებელი აჯამებს გაკვე-
თილს.რა ისწავლეს?
რა დაამახსოვრდათ ყველაზე
მატად?რა იყო სახალისო? და ა.შ.

<.აფასებს მოსწავლეებს შეფასე-
ბის რუბრიკით.


იხ.შეფასების რუბრიკა.
      დანართი-2


<.მასწავლებელი აძლევს ბავშვ-
ებს საშინაო დავალებას.
შეფასება:
როგორ დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს? რის მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე?

რამდენად აქტიურები არიან ისინი, როგორ ასრულებენ მოცემულ დვალებებს, როგორ შესარულეს  (შეფასების სქემა - დანართი 4)




დამატებითი რესურსი:











დანართი -2
შეფასების სქემა

  კომპეტენციის დონის აღწერა
         შეფასება
სხარტად  და ზუსტად ასრულებს დავალებას.
   სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი.
  ხარვეზებით ასრულებს სამუშაოს, ზოგჯერ უშვ- ებს შეცდომას რიცხვის წაკითხვისა და ჩაწერის დროს.
 საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისთვის.
    შეფერხებებით და შეცდომებით წერს და კითხულობს რიცხვებს
უშვებს უხეშ შეცდომებს.
   საჭიროებს შემდგომ      მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლ-
ის ხელმძღვანელობით.

                                                





    

 

გაკვეთილის გეგმა ქართულში.:).

                                       გაკვეთილის გეგმა
                                 ანბანის შემდგომი პერიოდი
*.საგანი: ქართული
*.კლასი: პირველი
*.მოსწავლეთა რაოდენობა:-20
*.დრო:35-40-წუთი
*.გაკვეთილის თემა: „ქოთქოთას ქოლგა“
*.გაკვეთილის მიზანი:
*.მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება
*.ნაწარმოებისა და პერსონჟის დახასიათების დროს საკუთარი მოსაზრებ-
ების დასაბუთება.
*.კავშირი:ესგ-სთან.
l-Vl-მოსწავლეს შეუძლია,ასოებისა და მარცვლების გამოყენებით სიტყვე-
ბის შედგენა და წაკითხვა.
l-Vll-მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა და ჩაწერა.
*. გამოყენებული აქტივობები:
>.გასეირნება ილუსტრაციებში
>.ვარაუდების გამოთქმა და დასაბუთება
>.საჩვენებელი კითხვა.(მულტიმედია ფილმის ჩვნება)
>.მონაცვლეობით კითხვა.
>.მიიღე სიტყვა.
*.რესურსები:
ჯიპრაიდის ტექსტი, ანიმაცია ტექსტის მიხედვით,დაფა,კომპიუტერი.
პროექტორი,ილუსტრაციები,მარკერი,ბარათები ჯგუფური მუშაობისათ-
ვის.
                                       გაკვეთილის მსვლელობა:
                                              პირველი ფაზა
                                               წაკითხვამდე
     მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს,გაკვეთილის თემას და მიზანს.
 ჩვენი გაკვეთილის თემაა,მხატვრული ტექსტი:“ქოთქოთას ქოლგა“.
სათაურის გაცნობის შემდეგ მიმართავს კლასს და სთხოვს ბავშვებს,გამო-
თქვან ვარაუდები,სათაურის მიხედვით:
გზადაგზა სვამს კითხვებს:
<.როგორ ესმით სიტყვა „ქოთქოთას“,მნიშვნელობა?
<.როგორ ადამიანზე ამბობენ ქოთქოთას?
<.რისთვის ვიყენებთ ქოლგას? და ა.შ.განიხილება ყველა მოსაზრება.
ამის შემდეგ,მასწავლებელი თანმიმდევრობით აკრავს დაფაზე ილუსტრ-
აციებს და პარალელურად ბავშვებთან ერთად მსჯელობს,ტექსტის შესაძ-
ლო შინაარსზე,კერძოდ:
>.როგორი ხასიათის იქნება პერსონაჟი? კეთილი,ბოროტი,მოხერხებული. >.რატომ ფიქრობთ ასე? და ა.შ.
                                                       მეორე ფაზა
                                                   წაკითხვის დროს
ვარაუდების გამოთქმის შემდეგ,მასწავლებელი პროექტორისა და კომპი-
უტერის გამოყენებით აჩვენებს ეკრანზე ტექსტის მიხედვით შექმნილ,მუ-
ლტიმედია ფილმს.თავისი გახმოვანებით.
ფილმის მსვლელობისას მასწავლებელი აკეათებს პაუზებს და კითხვებზე
დაყრდნობით ბავშვები კვლავ გამოთქვამენ ვარაუდებს,მაგალითად:
>.რა მოხდება შემდეგ?
ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გადამოწმდება ვარუდები:
>.სინამდვილეში რა მოხდა? დაემთხვა თუ არა მათი ვარაუდები ტექსტს?
>.რომელი მოსაზრება დაემთხვა?რომელი არ დაემთხვა?
>.სინამდვილეში როგორია პერსონაჟი?
>.რატომ ფიქრობენ ასე?  და ა.შ.
 ამის შემდეგ, კვლავ უბრუნდება ტექსტს მასწავლებელი და იყენებს მონ-
აცვლეობით კითხვას.ცვლის როლებს, იწყებს მოსწავლე,აგრძელებს მას-
წავლებელი.პარალელურად ყურადღებას ამახვილებს,უცნობ სიტყვებზე.
სვამს რამდენიმე კითხვას,ტექსტზე დაყრდნობით(ფაქტობრივ კითხვებს)
                        
                                           მესამე ფაზა
                                     წაკითხვის შემდეგ
   ტექსტის დამუშავების შემდეგ,მასწავლებელი მიმართავს ჯგუფებს და
აძლევს მათ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა შეასრულონ,დავალება.
დავალება არის შემდეგი: მასწავლებელი არიგებს ბარათებს,რაზედაც
არეულად წერია მარცვლები,ჯგუფებს ევალებათ მათი დაკავშირება
ხაზებით ისე,რომ მიიღონ  შესაბამისი სიტყვა.

*.იხილეთ სქემა.N.1             
                   სახ
             ფა
                   ფა
            ლი
                   ყუ
             ვი
                   თა
             რი

  სამუშაოს დასრულების შემდეგ,ხდება პრეზენტაცია და ნამუშევრების
შეჯერება.
დროის დარჩენის შემთხვევაში,მასწავლებელი არიგებს მარცვლებად დაჭრილ  სურათებს ჯგუფებში. მოსწავლეებმა ისე უნდა დააწყონ მარც-
ვლები,რომ მიიღონ ნახატის შესაბამისი სიტყვა.
                     ეს სიტყვები არის შემდეგი:იხ.სქემა-N-2.
                  მერ---ცხა---ლი
                    ბა---ჭი---ა
                     წი---წი---ლა
                    პე---პე---ლა

*.აწყობილ სიტყვებს კითხულობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
 *.გაკვეთილის  შეჯამება.
>.მოეწონათ თუ არა პერსონაჟის საქციელი და რატომ?
>.ტექსტის რომელი ეპიზოდი მოეწონათ და რატომ?
>.რომელი აქტივობა მოეწონათ?რატომ?
>.რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილიდან? და ა.შ.

*.მოსწავლეთა შეფასება: განმავითარებელი,სიტყვიერი და წერილობითი
კომენტარი.მასწავლებელი აფასებს როგორც ჯგუფებს ასევე ინდივიდუ-
ლურად,ამისათვის იყენებს შეფასების რუბრიკებს.
*.საშინაო დავალება: ტექსტი კითხვით.
                                        


                                                             დილიკაურის საჯარო სკოლა
                                                                        პირველი კლასი
                                                          მასწავლებელი:ზოია გიორგაძე
                                                                        2017-წელი.22-მაისი