воскресенье, 15 октября 2017 г.

გაკვეთილის გეგმა ქართულში.:).

                                       გაკვეთილის გეგმა
                                 ანბანის შემდგომი პერიოდი
*.საგანი: ქართული
*.კლასი: პირველი
*.მოსწავლეთა რაოდენობა:-20
*.დრო:35-40-წუთი
*.გაკვეთილის თემა: „ქოთქოთას ქოლგა“
*.გაკვეთილის მიზანი:
*.მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება
*.ნაწარმოებისა და პერსონჟის დახასიათების დროს საკუთარი მოსაზრებ-
ების დასაბუთება.
*.კავშირი:ესგ-სთან.
l-Vl-მოსწავლეს შეუძლია,ასოებისა და მარცვლების გამოყენებით სიტყვე-
ბის შედგენა და წაკითხვა.
l-Vll-მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა და ჩაწერა.
*. გამოყენებული აქტივობები:
>.გასეირნება ილუსტრაციებში
>.ვარაუდების გამოთქმა და დასაბუთება
>.საჩვენებელი კითხვა.(მულტიმედია ფილმის ჩვნება)
>.მონაცვლეობით კითხვა.
>.მიიღე სიტყვა.
*.რესურსები:
ჯიპრაიდის ტექსტი, ანიმაცია ტექსტის მიხედვით,დაფა,კომპიუტერი.
პროექტორი,ილუსტრაციები,მარკერი,ბარათები ჯგუფური მუშაობისათ-
ვის.
                                       გაკვეთილის მსვლელობა:
                                              პირველი ფაზა
                                               წაკითხვამდე
     მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს,გაკვეთილის თემას და მიზანს.
 ჩვენი გაკვეთილის თემაა,მხატვრული ტექსტი:“ქოთქოთას ქოლგა“.
სათაურის გაცნობის შემდეგ მიმართავს კლასს და სთხოვს ბავშვებს,გამო-
თქვან ვარაუდები,სათაურის მიხედვით:
გზადაგზა სვამს კითხვებს:
<.როგორ ესმით სიტყვა „ქოთქოთას“,მნიშვნელობა?
<.როგორ ადამიანზე ამბობენ ქოთქოთას?
<.რისთვის ვიყენებთ ქოლგას? და ა.შ.განიხილება ყველა მოსაზრება.
ამის შემდეგ,მასწავლებელი თანმიმდევრობით აკრავს დაფაზე ილუსტრ-
აციებს და პარალელურად ბავშვებთან ერთად მსჯელობს,ტექსტის შესაძ-
ლო შინაარსზე,კერძოდ:
>.როგორი ხასიათის იქნება პერსონაჟი? კეთილი,ბოროტი,მოხერხებული. >.რატომ ფიქრობთ ასე? და ა.შ.
                                                       მეორე ფაზა
                                                   წაკითხვის დროს
ვარაუდების გამოთქმის შემდეგ,მასწავლებელი პროექტორისა და კომპი-
უტერის გამოყენებით აჩვენებს ეკრანზე ტექსტის მიხედვით შექმნილ,მუ-
ლტიმედია ფილმს.თავისი გახმოვანებით.
ფილმის მსვლელობისას მასწავლებელი აკეათებს პაუზებს და კითხვებზე
დაყრდნობით ბავშვები კვლავ გამოთქვამენ ვარაუდებს,მაგალითად:
>.რა მოხდება შემდეგ?
ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გადამოწმდება ვარუდები:
>.სინამდვილეში რა მოხდა? დაემთხვა თუ არა მათი ვარაუდები ტექსტს?
>.რომელი მოსაზრება დაემთხვა?რომელი არ დაემთხვა?
>.სინამდვილეში როგორია პერსონაჟი?
>.რატომ ფიქრობენ ასე?  და ა.შ.
 ამის შემდეგ, კვლავ უბრუნდება ტექსტს მასწავლებელი და იყენებს მონ-
აცვლეობით კითხვას.ცვლის როლებს, იწყებს მოსწავლე,აგრძელებს მას-
წავლებელი.პარალელურად ყურადღებას ამახვილებს,უცნობ სიტყვებზე.
სვამს რამდენიმე კითხვას,ტექსტზე დაყრდნობით(ფაქტობრივ კითხვებს)
                        
                                           მესამე ფაზა
                                     წაკითხვის შემდეგ
   ტექსტის დამუშავების შემდეგ,მასწავლებელი მიმართავს ჯგუფებს და
აძლევს მათ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა შეასრულონ,დავალება.
დავალება არის შემდეგი: მასწავლებელი არიგებს ბარათებს,რაზედაც
არეულად წერია მარცვლები,ჯგუფებს ევალებათ მათი დაკავშირება
ხაზებით ისე,რომ მიიღონ  შესაბამისი სიტყვა.

*.იხილეთ სქემა.N.1             
                   სახ
             ფა
                   ფა
            ლი
                   ყუ
             ვი
                   თა
             რი

  სამუშაოს დასრულების შემდეგ,ხდება პრეზენტაცია და ნამუშევრების
შეჯერება.
დროის დარჩენის შემთხვევაში,მასწავლებელი არიგებს მარცვლებად დაჭრილ  სურათებს ჯგუფებში. მოსწავლეებმა ისე უნდა დააწყონ მარც-
ვლები,რომ მიიღონ ნახატის შესაბამისი სიტყვა.
                     ეს სიტყვები არის შემდეგი:იხ.სქემა-N-2.
                  მერ---ცხა---ლი
                    ბა---ჭი---ა
                     წი---წი---ლა
                    პე---პე---ლა

*.აწყობილ სიტყვებს კითხულობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
 *.გაკვეთილის  შეჯამება.
>.მოეწონათ თუ არა პერსონაჟის საქციელი და რატომ?
>.ტექსტის რომელი ეპიზოდი მოეწონათ და რატომ?
>.რომელი აქტივობა მოეწონათ?რატომ?
>.რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილიდან? და ა.შ.

*.მოსწავლეთა შეფასება: განმავითარებელი,სიტყვიერი და წერილობითი
კომენტარი.მასწავლებელი აფასებს როგორც ჯგუფებს ასევე ინდივიდუ-
ლურად,ამისათვის იყენებს შეფასების რუბრიკებს.
*.საშინაო დავალება: ტექსტი კითხვით.
                                        


                                                             დილიკაურის საჯარო სკოლა
                                                                        პირველი კლასი
                                                          მასწავლებელი:ზოია გიორგაძე
                                                                        2017-წელი.22-მაისი
                                                                                 


                                         


Комментариев нет:

Отправить комментарий